
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.
"საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდის, ვალდებულია, ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყოს. გარდა იტალიისა, დაავადების რაოდენობრივი მატება ევროპის სხვა ქვეყნებშიც შეინიშნება.ირანს, ჩინეთს, კორეასა და იტალიას შეიძლება ევროპის სხვა ქვეყნებიც შეემატოს, თუმცა ეს ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, მოსახლეობა, ოჯახის წევრები, მეგობრები და ა.შ. ვალდებულია, საქართველოში ჩამოსვლისას 2 კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, დააკვირდეს მის ზოგად მდგომარეობას. პირველი ნიშანი, რომელიც დაავადების გამოვლენას მიუთითებს არის ტემპერატურის გამოვლინება, ან ნებისმიერი სხვა კლინიკური ნიშანი, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, ჩვენს ცენტრს ან ნებისმიერ საავადმყოფოს, სადაც შესაძლებელია მათი მდგომარეობის შეფასება. ეს ჩვენთან შემოტანილი შემთხვევების გავრმსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ 110,110 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 3,831.ცელების პრევენციას მოახდენს", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით სულ 110,110 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 3,831.