მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექსპერტთა ჯგუფი საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ შევა“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი 2021

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძის აღნიშნავს, რომ ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად საპატიმროში მას შემდეგ შევა, რაც ისინი ყოფილი პრეზიდენტისგან თანხმობას მიიღებენ.

ტიკარაძის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი იუსტიციის მინისტრის მომართვის საფუძველზე შეიქმნა, დღეს კი სხვადასხვა მიმართულების ექიმები მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს შეხვდნენ.

„ხშირად გვიჭირს ხოლმე კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, რაც არის კონფიდენციალური. ხშირად აღვნიშნავთ იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა და განსაკუთრებით, როდესაც ეს შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს რა თქმა უნდა, არის კონფიდენციალური და ჩვენ არ გვაქვს უფლებას რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ.

ასევე, რა თქმა უნდა, მის პირად ექიმსაც არ ჰქონდა აღებული უფლება რომ გაეზიარებინა ჩვენთვის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. ამ ეტაპზე ველოდებით პაციენტისგან თანხმობას და მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას, როგორც არსებულ მდგომარეობაზე, ასევე იმ საჭირო ყველა გამოსავალზე, რაც შეიძლება შემდგომში გახდეს საჭირო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, „საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, ასევე, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

იხილეთ აგრეთვე:

„საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის“ - თამარ გაბუნია

⭕ „სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი