საზოგადოება

„ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII”-ს ატარებს

ელექტრონავტი XII
1638963038
დაკოპირებულია

ფონდი „ელექტრონავტი” 2007 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ახალი ქართული მუსიკალური ფორმების აღმოჩენა, მუსიკოსების წახალისება და პოპულარიზაციაა. ფონდი „ელექტრონავტი” 2021 წლის 11 დეკემბერს, მეთორმეტე დაჯილდოების ცერემონიალს „ელექტრონავტი XII” ატარებს.

ტრადიციულად, ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტგამოკითხვის მონაწილეების გარდა, ასევე განსაზღვრავს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური.

ჟიურიმ წელს 9 ნომინაციაში, 200-ზე მეტი არტისტის (2020 წლის სექტემბრიდან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე) გამოქვეყნებული ნამუშევარი განიხილა.

წლევანდელი დაჯილდოება მოიცავს შემდეგ კატეგორიებს:

● მუსიკალური ვიდეო / Best Video

● ლეიბლი / Best Label

● ალბომი / Best Album

● დიჯეი / Best DJ

● ლაივ სთრიმი / Best Live stream

● ტრეკი / Best Track

● მედია / Best Media

● Z არტისტი / Z Artist

● ელექტრონავტი XII / Electronaut XII

პანდემიიდან გამომდინარე წელს, კატეგორიების სიიდან ამოღებულია ფესტივალის ნომინაცია, ხოლო

საუკეთესო ცოცხალი შესრულების ნომინაცია, „ლაივ სთრიმის” ნომინაციით ჩანაცვლდა.

კატეგორიაში „Z (ზი) არტისტი” დაჯილდოების მეგობარი, თი ბი სი Z, ფულადი პრიზით (3000 ლარი) დააჯილდოებს 25 წლამდე ასაკის, გამორჩეულ მუსიკოსს.

მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან მთავარი პრიზის მფლობელი, განსაკუთრებულ საჩუქრებს მიიღებს დაჯილდოების პარტნიორისგან, კომპანია ჰერცი და ლიუმენი.

დაჯილდოების ცერემონიალის სატელევიზიო ვერსიას, ფონდის ახალი მედია მხარდამჭერი, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2, საახალწლო პროგრამაში გადასცემს ეთერში (თარიღი ცალკე იქნება გამოცხადებული).

წლევანდელი დაჯილდოების ტრადიციული კიდევ ერთი პარტნიორი, რადიო უცნობია.

დაჯილდოების ძირითადი მხარდამჭერი, როგორც ყოველთვის თბილისის მერიაა.

საჯარო ხმის მიცემა წელს 9 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი, ინტერნეტგვერდზე electronauts.ge.

ნომინანტების სია პრესკონფერენციაზე, 10 დეკემბერს, 13:00 საათზე გახდება ცნობილი, რომელიც კინოსტუდია „ქართული ფილმის” დარბაზში (სანდრო ახმეტელის, 10ა) გაიმართება.

არსებული ნომინანტები საჯარო ხმის მიცემისა და ჟიურის გადაწყვეტილების მიხედვით შეირჩა (40% ონლაინ გამოკითხვა, 60 % ჟიური).

გამარჯვებული ნომინანტები კი, გამოვლინდებიან დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც კვლავ Leno Records-ის მხარდაჭერით, კინოსტუდია „ქართული ფილმის” დარბაზში, შეზღუდული დასწრების ფორმატში, 11 დეკემბერს ჩატარდება.

საკონცერტო ნაწილში სრულიად ახალი და ნაცნობი კომპოზიციებით წარდგებიან: TAMADA, BAD HABITZ, ELLARGE, MECHANICAL RAINBOW, 4D MONSTER LOBSTERS, TOKE და სხვა.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.