
ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია,- ამის შესახებ PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 13 ეკიპაჟი მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საწყობებს ეკიდა.