საზოგადოება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები 16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

დისტანციურ მომსახურბაზე გადასვლაზე
1584106967
დაკოპირებულია

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც იუწყება, რომ, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 16 მარტიდან კომპანია დისტანციურ მომსახურებაზე გადადის.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადის დისტანციურ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებსა და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ-ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე, ვებგვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში“, - ნათქვამია „ენერგო-პროს“ განცხადებაში.