მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს აღარ ჰგავს ბუნებრივ პროტესტს, დევნილებთან შეთანხმება მოხდა 2022-ში, ყველა თავის ფართს მიიღებს, მანამდე კი ქირით გადიოდნენ - ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე

„პირობა დადეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა, ყველა თემას აგიყირავებთო და აჰა, მეტი კი არაფერია“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულთა პროტესტს. 

მისი თქმით, ეს აღარ ჰგავს ბუნებრივ პროტესტს, რადგან დევნილებთან შეთანხმება მოხდა, 2022 წელს ყველა თავის ფართს მიიღებს, მანამდე კი ქირით გადიოდნენ.

ქადაგიძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას, გაარკვიოს რაშია საქმე.

„შეხვდნენ დევნილებს, 2022-ში ყველა თავის ფართს მიიღებს და მანამდე ქირით გადიოდნენ, რაზედაც შეთანხმება მოხდა... დღეს ისევ დაიწყოს ამ თემის წამოწევა და სიმართლე უნდა ითქვას, ნამდვილად აღარ ჰგავს ბუნებრივ პროტესტს... ჯანდაცვის სამინისტრო ,საქართველოს მთავრობა, გაარკვიეთ რაშია საქმე!!! პირობა დადეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა, რომ ყველა თემას აგიყირავებთო და აჰა, მეტი კი არაფერია... მიაქციეთ ყურადღება ათასი რჯულის ნაძირალა ცდილობს ხელის მოთბობას და სწრაფი რეაგირებაა საჭირო!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ინფორმაციისთვის, თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლებისგან ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, 30 წელია ნგრევად შენობაში ცხოვრობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.