მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ჯოჯოხეთიდან გამოგზავნილი წერილი“ - მეუფე ნიკოლოზი ფარული ჩანაწერების შესახებ (ვიდეო)

ახალქალაქის, ახალციხის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

უკანონო მოსმენების შესახებ მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა კომენტარი გააკეთა. ახალქალაქის კუმურდოსა და კარის ეპარქიის წინამძღვარმა საპატრიარქოში შესვლამდე ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა. ჯერჯერობით უცნობია გაიმართა თუ არა ამ თემის შესახებ სასულიერო პირების შეხვედრა საპატრიარქოში.

მეუფე ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ ეს არის „ბინძური წყალი,“ რომელიც ქვეყანას შემოასხეს.

„ეს არის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვიღაცამ პირიდან გადმოასხა. ეს ვიღაც ვიცით ვინც არის. ჩვენს ქვეყანას შემოასხეს ჭუჭყიანი წყალი, ვინ შემოასხა? რატომ შემოასხა? - მე არ ვიცი.

სასულიერო პირი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს, წვდომა არ მაქვს ამ ფარულ ჩანაწერებთან. ვიღაცამ გამოგვიგზავნა წერილი ჯოჯოხეთიდან, ეს არის ამისი ყველაფერი, ანი და ჰოე. დასაწყისი, დასასრული და მიზანი“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეუფე ნიკოლოზი გამოქვეყნებულ ჩანაწერებზე: ეს ქალბატონი 2007-2008 წლიდან ჩამოდიოდა, ის პირადად სააკაშვილსაც გავაცანი

✅„თუ საზოგადოება ამას იტანს, წუწუნს თავი უნდა გაანებოს და იმსახურებს იმას, რაც არის“ - გია ხუხაშვილი ჩანაწერებზე

✅„ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში აქამდეც გვისმენდნენ“ - ხვიჩია ფარულ ჩანაწერებზე