საზოგადოება

ეს კაცი არაფერს ნანობს, არცერთი შეცდომა არ აქვს გაანალიზებული და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რატომ ეზიზღება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას - ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი, ექპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
1638190370
დაკოპირებულია

„ამ გამოსვლას არაფერი ჰქონდა საერთო პატიების თხოვნასთან, მონანიებასთან, ან შეცდომების რეალურ გაანალიზებასთან. არაფერია იმაზე ცინიკური, სააკაშვილისგან მოისმინო, რომ თურმე, „არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და თურმე ეს ყველაფერი პიარისთვის მოგონილი ამბავია“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას. 

„აშკარაა, რომ ეს კაცი არაფერს ნანობს. არცერთი შეცდომა არ აქვს გაანალიზებული და საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რატომ ეზიზღება ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას. ამ გამოსვლას არაფერი ჰქონდა საერთო პატიების თხოვნასთან, მონანიებასთან, ან შეცდომების რეალურ გაანალიზებასთან. არაფერია იმაზე ცინიკური, სააკაშვილისგან მოისმინო, რომ თურმე, „არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და თურმე ეს ყველაფერი პიარისთვის მოგონილი ამბავია“. არაფერია იმაზე თავხედური და გამაღიზიანებელი, რომ თურმე „7 ნოემბერი არა დანაშაული, არამედ ქვეყნის გეოპოლიტიკური საფრთხეებისგან დაცვა ყოფილა“. ძირითადად მთელი მისი გამოსვლა საკუთარი მომხრეების მობილიზებაზე ორიენტირებული დადგმული სპექტაკლი იყო. სურეალისტური სპექტაკლი, რომელიც მიზნად ისახავს სააკაშვილისგან წამებული გმირის გამოყვანას“, - წერს ანდრია გვიდიანი facebook-ზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „არ მოგენატრათ ქვეყნის სიამაყის განცდა და გამარჯვების ზეიმი? თუ კი, მაშინ რაც ხდება ერთად უნდა დავასრულოთ“ - სააკაშვილი

👉 „დავბრუნდი საქართველოში, სადაც შეიძლება მოვეკალი ისე როგორც ზვიად გამსახურდია“ - სააკაშვილი

👉 „ფოტოგრაფი, რომელიც ცრუ ბრალდებით დაიჭირა სააკაშვილმა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს“ - გიორგი აბდალაძე