მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს ყველა გაგებით და ყველა დონეზე საშინელებაა - ლიზა იასკო სააკაშვილის კადრებზე

ლიზა იასკო

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მომხდარი ყველა დონეზე და ყველა გაგებით საშინელებაა.

„ქართული აუდიტორიისთვის სათქმელი ძალიან ცოტა მაქვს და სიტყვები არ მყოფნის. მიხეილზე ასეთი ვიდეოების გავრცელება იმის გამო, რომ მას დასცინონ.

არ შემიძლია ეს არ დავწერო, რადგან ძალიან მტკივა. ეს ყველა გაგებით და ყველა დონეზე საშინელებაა.
ვინმეს ეჭვი ეპარება მიხეილის გაუარესებულ მდგომარეობაში იმ ვიდეოების შემდეგ, რომლებიც გავრცელდა?“, - წერს ლიზა იასკო.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის კადრები გაასაჯაროვა. კადრები 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდით თარიღდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სამედიცინო პერსონალისთვის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა სერიოზული დანაშაულია - ნანა გეგეჭკორი სააკაშვილის კადრებზე

✔️ თავიანთი პოლიტიკური ხარაკირი გამოაქვეყნეს - ნუგზარ წიკლაური სააკაშვილის ვიდეოკადრებზე

✔️ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო - ეს მკვლელობის მცდელობა არავის არ შერჩება - ნიკა მელია

✔️ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პატიმარი ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა - თინა ხიდაშელი

✔️ მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას არის მისული, გავიხუმრე, თუ საჭიროა ლეპტოპს ვათხოვებ-მეთქი - კობა ნაყოფია