საზოგადოება

ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა

ევროპის მოედანი
1663865367
დაკოპირებულია

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით, ევროპის მოედნის მიმდებარედ სატრანსპორტო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდიდან მეტეხის აღმართის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით კი, მძღოლები მოძრაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ ზოლში. აღნიშნული ცვლილება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არ გავრცელდება“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.