მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გააძლიერეთ ლოცვა, ეცადეთ, ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ - პატრიარქი

სრულიად საქართველოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით მრევლს მიმართავს. 

პატრიარქი მრევლს მოუწოდებს, რომ ყოველ კვირა და დღესასწაულებზე ეზიარონ. 

„დღეს, 28 ნოემბერს, დაიწყო შობის მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გაგრძელდება.

ეს არის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მართლმორწმუნენი ემზადებიან, რათა ძალისამებრ თვისისა სულიერად განწმენდილნი შეხვდნენ უდიდეს დღესასწაულს, - ამქვეყნად მოვლინებას უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

გააძლიერეთ ლოცვა (ყოველდღიური კანონის გარდა ხშირად თქვით ,,მოწყალებისა კარი განგვიღე...“ და იკითხეთ სახარება) და ეცადეთ,  ყოველ კვირა და დღესასწაულის დღეებში ეზიაროთ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, 25 დეკემბრამდე დასაშვებია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან კი თევზეულითაც მარხვდება. ღმერთმა მშვიდობის მარხვა და სიხარულის შობა გაუთენოს სრულიად საქართველოს და მსოფლიოს“, - აცხადებს ილია მეორე.