
„ნეო-ლიბერალური“ მედია სხვა კი არაფერია?! მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი შეიძლება, თუნდაც პირადი ცხოვრების, სივრცის უფლების დარღვევა, ოღონდ თვითონ ხელშეუხებელია, მას ვერაფერს შეჰკადრებ, უპირატეს კასტას წარმოადგენს“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედის თამარ ზაალიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ზაალიშვილი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები მის ოჯახს აწიოკებენ და მოსვენებას არ აძლევენ.
„ნეო-ლიბერალური“ მედია სხვა კი არაფერია?! მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი შეიძლება, თუნდაც პირადი ცხოვრების, სივრცის უფლების დარღვევა, ოღონდ თვითონ ხელშეუხებელია, მას ვერაფერს შეჰკადრებ, უპირატეს კასტას წარმოადგენს. შეურაცხყოფა, მივარდნა, ლანძღვა უნდა აიტანო მათგან და თუ შენ პასუხს დაუბრუნებ, ოოოო, ეგ უკვე ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლაა. ისე, რა ზუსტად მიესადაგება რონალდ რეიგანის ფრაზა, ქართულ რეალობას - „თუ როდისმე ფაშიზმი მოვა, მას ექნება ლიბერალიზმის სახე“. P.S. გააღვიძეთ ვინმემ სახალხო დამცველი, თუ „ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“ პრინციპით, რაც ლომჯარიაა ისაა „კრიტიკული“ მედიაც?“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედა თამარ ზაალიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მათ სახლში უვარდებიან და მოსვენებას არ აძლევენ.