მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ორსულობის დროს ნაყოფზე და რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ვირუსით ინფიცირების შესახებ?

ორსული

ამერიკის შეერთებულ შტატებში ორსული „მაიმუნით ყვავილით“ ინფიცირდა. ეს შეერთებულ შტატებში პირველი შემთხვევაა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

ამერიკის CDC ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილით“ დაავადებულმა ქალმა ბოლო ეპიდემიის ფონზე იმშობიარა.

CDC-ის ექიმმა ჯონ ბრუკსმა დაადასტურა შემთხვევა და დასძინა, რომ დედამ ბავშვი უსაფრთხოდ გააჩინა. მედიკოსის თქმით, დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. 

აშშ-ის CDC მიიჩნევს, რომ ორსულები რისკის ქვეშ არიან. ამერიკის დაავადებათა კონტროლი, ასევე, მიიჩნევს, რომ რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, ვისაც, ატიპური დერმატიტის ან ეგზემის ანამნეზი აქვთ. 

დოქტორმა ემი არინგტონმა, ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს სპეციალური იზოლაციის განყოფილების სამედიცინო დირექტორმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელებისთვის მჭიდრო კონტაქტია საჭირო.

ის, რაც „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ ორსულებმა უნდა იცოდნენ 👇

❗ თავი უნდა აარიდონ  ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს. გახსოვდეთ, რომ „მაიმუნის ყვავილი“ შესაძლოა, გავრცელდეს პირდაპირი კონტაქტით ინფექციურ გამონაყართან, ასევე, ინტიმური ფიზიკური კონტაქტის დროს

❗ სასურველია მოერიდოთ კოცნას, სექსს

„მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება გადაეცეს ნაყოფს მშობირობისას ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში

❗ ვირუსის სიმპტომები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული

რატომ არიან ორსულები უფრო მეტი რისკის ქვეშ, ამ ეტაპზე უცნობია. 

სტოუნის თქმით, ჯანდაცვის ექსპერტები 100%-ით არ არიან დარწმუნებულნი, თუ რატომ არის ორსულობის დროს უფრო მეტი რისკი. მედიკოსის ვარაუდით, ეს შესაძლოა, გამოწვეული იყოს იმუნიტეტის ცვლილებით, რაც ორსულობის დროს ხდება. 

❗ მნიშვნელოვანია, სამედიცინო დახმარების გაწევა

ამერიკის CDC-ის თანახმად „მაიმუნის ყვავილი“, როგორც წესი, მსუბუქად მიმდინარეობს და არაორსულებში მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ორსულებში საჭიროა მონიტორინგი. 

„მონიტორინგი საჭიროა ორსულებში და, ასევე, ძუძუთი კვების დროს“, - აცხადებენ შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვბნულ ცენტრში. 

ამავე თემაზე:

ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

❗ გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი