საზოგადოება

გადმოყვანილია რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა - ექიმი ვაკეში დაჭრილ გუგა ფირცხალავაზე

ექიმი
1685081386
დაკოპირებულია

თბილისში, ვაკეში დაჭრილი ყოფილი ფეხბურთელი, გუგა ფირცხალავა კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე რჩება.

ექიმის ცნობით, დაჭრილი კაცი რეანიმაციაში რჩება.

„აღმოჩნდა რომ ჭრილობები შემავალია მუცლის ღრუში, რის გამოც წაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, დაზიანებული იყო წვრილი ნაწლავი და ბრმა ნაწლავი, ანუ მსხვილი ნაწლავის ნაწილი, რის გამოც ჩატარდა რეზექცია. გადმოყვანილია რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზეა, უგრძელდება მკურნალობა შესაბამისად“, - აცხადებს ექიმი.