მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაიყვანეს საშხაპეში, ტელეფონზე მას შს მინისტრი ესაუბრებოდა - გოგაშვილის ადვოკატები

ადვოკატები

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, დაკავებულ სოსო გოგაშვილს საპატიმროში 28 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაურეკა“ს, - ამის შესახებ გოგაშვილის ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც იოსებ გოგაშვილი აცხადებს, საუბარი საკმაოდ დაძაბული იყო და ძირითადად მუქარებს შეეხებოდა.

„გაიყვანეს საშხაპეში, სააბაზანო ოთახში და მას მიუთითეს ფანჯრის რაფაზე, ტელეფონზე. იოსებ გოგაშვილმა, რა თქმა უნდა, უპასუხა და მას ესაუბრებოდა საქართველოს შს მინისტრი. საუბარი შეეხებოდა მუქარებს. ძირითადი მოთხოვნა იყო, რომ მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა.

ცნობილია, რა ნომრიდან ხდებოდა იოსებ გოგაშვილთან დაკავშირება და რა ნომერი იყო მოთავსებული ტელეფონში, რომლის საშუალებითაც პასუხობდა შს მინისტრს. იოსებ გოგაშვილმა მის ხელთ არსებული წებოვანი ლენტის, ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული მტკიცებულება გამოტანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან და შევეცდებით, თუკი ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისთვის, ჩავატაროთ ექსპერტიზები“, - აცხადებს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე. 

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ასეთი სატელეფონო საუბარი პენიტენციურ დაწესებულებაში 4-ჯერ შედგა.

„საუბარი შს მინისტრსა და სოსო გოგაშვილს შორის შედგა 4-ჯერ. ამ ფაქტის დროს მე-3 სართულზე გაათავისუფლეს ყველა ბადრაგი და არავინ იმყოფებოდა. პირველ 2 შემთხვევას ორგანიზებას უწევდა დაწესებულების ხელმძღვანელი, ზურაბ მოდებაძე, რომელმაც მიუთითა, რომ შესულიყო საშხაპეში“, - აცხადებს  დიმიტრი ღონღაძე.

დღეს 11 აგვისტოს  სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი მას და მის ოჯახს მოკვლით ემუქრება. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხისგებაში უნდა მიეცეს“ - ბადრი ჯაფარიძე გოგაშვილზე

👉 „რადიკალური ოპოზიცია დღეს არის ჩამალული“ - რატი იონათამიშვილი

👉„პოლიტიკური ზეწოლა, აქციები, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, ეს არის ჩვენი მოქმედების გეგმა“ - რომან გოცირიძე

👉 „ელჩების დადანაშაულება ბავშვური ქცევაა“ - ანდრიუს კუბილიუსი