საზოგადოება

გამყრელიძე: დიდი ალბათობით მალე კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1584544991
დაკოპირებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში, სავარაუდოდ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას ახალი კორონავირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა დაფიქსირდება.

გამყრელიძის თქმით, COVID 19-თან დაკავშირებით ახლა მთავარი ამოცანაა, შემთხვევების რაოდენობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

"ველით, რომ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში კიდევ მოიმატებს. ალბათ დაფიქსირდება ე.წ. მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დიდი ალბათობით ამ კვირის ბოლოს ან მომავალ კვირაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა ეს ზრდა იყოს მინიმალური. მინიმიზაცია უნდა მოხდეს ახალი შემთხვევევის", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადაორგანიზაციის ხელმძღვანელმა მსოფლიოს ქვეყნების მიმართ ერთგვარი მესიჯი გააჟღერა და მოუწოდა მათ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანის ტესტირება მოახდინონ ახალ ინფექციაზე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ვირუსის გავცელების დინამიკას შემაშფოთებელი და საგანგაშო უწოდა.

რაც შეეხება საქართველოს, 18 მარტის მონაცემებით, ვირუსის 38 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.