
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი,სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და საჯარო სკოლები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.
ამასთან, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში გაუქმდება 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიება.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით.
სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.