მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაშველები მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ

მაშველები

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მაშველები მტკვარში არასრულწლოვანს ეძებენ.

არსებული ცნობით, ახალგაზრდა ბიჭი თევზაობდა, როდესაც მდინარის დინებამ გაიტაცა.

როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს სამძებრო სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მონაწილეობს 20 მაშველი, 2 მყვინთავი და მცურავი საშუალებები.