
23 მარტს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის" მიერ, ვაზიანის დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადენზიფექციო სამუშაობი ჩატარდა.
ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე, გარდაბანში ყოველდღიურ რეჟიმში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მაღალსართულიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება. სპეციალური ხსნარებით მუშავდება სკვერების, აფთიაქების, სასურსათო მაღაზიებისა და საჯარო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორია.
ყველა მიმდინარე პროცესს მონიტორინგის ფარგლებში, პირადად აკონტროლებს მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურები.