მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გარეთ ვერ გავდივართ, ვცდილობთ, რომ რამენაირად გავუძლოთ ვითარებას“ - ყაზახეთში მყოფი ქართველი

ყაზახეთში მყოფი ქართველი ბაჩანა მელაშვილი

ყაზახეთში მყოფი ჯგუფ „ილორის“ ერთ-ერთმა წევრმა ბაჩანა მელაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად იგი და კიდევ 3 ქართველი უსაფრთხო ადგილზე არიან. 

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იციან, თუ როდის შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას, რადგან რეისები გაუქმებულია. 

„ალმათიდან გამოვაღწიეთ, გამოგვიყვანა ერთ-ერთმა ქალბატონმა, თავისი სურვილით წამოგვიყვანა, ახლა ჩვენ ვიმყოფებით მასთან, მოშორებული ვართ ქალაქს დაახლოებით 15-20 კილომეტრით და ახლა უსაფრთხოდ ვართ. ვცდილობთ საკონსულოსთან კომუნიკაციას. წამოსვლის საკითხზე არ გვაქვს ინფორმაცია, რადგან რეისები გაუქმებულია, ამ ეტაპზე არ ვიცით რა ხდება, გარეთ ვერ გავდივართ, ვცდილობთ, რომ რამენაირად გავუძლოთ ვითარებას“, - განაცხადა ბაჩანა მელაშვილმა. 

ბაჩანა მელაშვილი ყაზახეთში 22 დეკემბერს სამუშაოდ მეგობრებთან ერთად ჩავიდა. 2 დღის განმავლობაში ჯგუფ „ილორის“ წევრები ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ. 

საპროტესტო აქციები ყაზახეთში 2 იანვარს დაიწყო, თავდაპირველად აქციები ქალაქებში ჟანაოზენში და აქთაუში მიმდინარეობდა, მოგვიანებით საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. მოსახლეობა თხევადი გაზის გაძვირებას აპროტესტებდა. შემდეგ კი მათი მოთხოვნა პრეზიდენტის გადადგომა გახდა.

ამავე თემაზე: 

🔴  ყაზახეთში სამხედროებმა საპროტესტო აქციის ათობით მონაწილე მოკლეს

🔴 მოვლენებში ჩართულმა ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს - სტეფან დიუჯარიკი

🔴  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴  სპეცოპერაცია ყაზახეთში - მომიტინგეების დასაშლელად სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს