მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი 2023 წლის მეორე ნახევარში გახდება

კომპანია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 17 000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება. 

„გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება დღეს, მთაწმინდის რაიონში 17 000-მდე აბონენტს შეუწყდება. ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამის 11 საათზე დაიწყება და  კომპანია „თბილისი ენერჯის“ ოპერატიული ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ, რომ ხვალ დილიდან ყველა აბონენტი ჩაირთოს.

აბონენტებისათვის გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დილის 9 საათიდან ეტაპობრივად დაიწყება და დღის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნულია განცხადებაში

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას ბოდიშს უხდის მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო.