საზოგადოება

„გეი პრაიდი კი არა, ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანები ვერ გამოვლენ“ - კონსტანტინე მორგოშია

ალტ-ინფოს დამფუძნებელი
1626337164
დაკოპირებულია

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრები ასიათასობით ხელმოწერას შეაგროვებენ კანონპროექტის მისაღებად, რომლითაც სექსუალური ორიენტაციის დაფიქსირების მიზნით საჯარო სივრცეში შეკრება აიკრძალება.

მისი თქმით, რომელი ხელისუფლებაც უნდა იყოს ქვეყნის სათავეში, აღნიშნული კანონის მიღება მაინც მოუწევს.

„არასდროს საქართველოში გეი პრაიდი არ ჩატარდება. ძალიან მალე იმაზე მეტ ხალხს ნახავთ, ვიდრე ოდესმე გინახავთ და ნებისმიერ მთავრობას, მათ შორის ამასაც, მოუწევს იმ კანონპროექტის მიღება, სადაც გეი პრაიდი კი არა, ჰეტეროსექსუალები ვერ გამოვლენ და ვერანაირი სექსუალური ორიენტაციის ადამიანი ვერ გამოვა.

ჩვენ შევაგროვებთ 100 000-ს ხელმოწერას და იმას თქვენ არითმეთიკულად განახვებთ“, - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

შეგახსენებთ, რომ „ალფ-ინფოს“ წევრები 5 ივლისის აქციისას ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გვიან ღამით გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

5-6 ივლისს თბილისში რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციას მართავდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა.

ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ექსპერტიზის შუალედური დასკვნით, შესაძლებელია ითქვას, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით დაიღუპა.