საზოგადოება

ღარიბაშვილისთვის ამოსავალ წერტილს მოქალაქე და საქართველო წარმოადგენს - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1637835579
დაკოპირებულია

„ხშირ შემთხვევაში ქართველი პოლიტიკოსები გაბედული, რისკიანი ნაბიჯის გადადგმას ერიდებიან, პრემიერ-მინისტრის შემთხვევაში კი საპირისპიროს ვხედავთ, ის არ ერიდება გაბედულ ნაბიჯებს, რომელიც შესაძლოა არაპოპულარული, მაგრამ საჭიროა“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

დავით ჩიხელიძე ამბობს, რომ ის სრულად ეთანხმება ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით, რაც ონლაინთამაშების საკანონმდებლო სივრცეში მოქცევასა და მკაცრ კონტროლს გულისხმობს.

მისივე თქმით, ახლა, ისევე როგორც წარსულში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება:

„ქვეყნისთვის დიდი ფუფუნებაა როდესაც პრემიერ მინისტრი საჭიროებების და არა პოპულიზმის მიხედვით მოქმედებს. ღარიბაშვილისთვის ამოსავალ წერტილს მოქალაქე და საქართველო წარმოადგენს! სრულად ვეთანხმები მის ინიციატივებს, საჭირო და აუცილებელია აზარტული თამაშების საკანონმდებლო სივრცეში მოქცევა და მკაცრი კონტროლი (კანონმდებლობა რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ის დახვეწას საჭიროებს) ბიზნესის თავისუფლება კარგია, მაგრამ მას მომხმარებლის ინტერესები არ უნდა ეწირებოდეს. პრემიერი კი სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვის და ბიზნესის საუკეთესო ინტერესების დაცვით მოქმედებს.

ასევე, მნიშვნელოვანია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელმაც საქართველოს თაობები, ხოლო ეკონომიკას დოვლათის შემქმნელი ადამიანები წაართვა. უნდა ვაღიაროთ, რომ ღარიბაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. სწორედ მისმა პრინციპულობამ წარმოშვა ის პატივისცემა, რომელიც დღეს საქართველოს მიმართ არსებობს, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი რომელმაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაზარდა. ღარიბაშვილის ინიციატივით, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდა, ასევე, მისი ინიციატივით ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველომ ნატოს ქვეყნებს ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწია. ახლა, ისევე როგორც წარსულში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივები ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.