მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ღირსება სხვა რამეა, მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში “ - რუსთაველის გამზირზე მეუფე იაკობი მივიდა

მეუფე იაკობი რუსთაველზე

რუსთაველის გამზირზე ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები რუსეთიდან იმართებიან და ისინი საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებას უწყობენ ხელს.

„რას უძახით ღირსების მარშს, მაგას უნდა დაერქვას ლგბტ მარში. ღირსება სხვა რამეა. არ შეიძლება ის, რასაც ისინი პროპაგანდას უწევენ. თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რაც გინდა ის აკეთო.

რუსეთმა რაც ოკუპაცია გააკეთა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იმაზე მაღალ რანგში ავიყვან ამას. ეს არის ზნეობის და წესიერების შეურაცხყოფა“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ჯგუფები, რომლებიც „ღირსების მარშის“ ჩატარებას გეგმავენ, მართლმადიდებლობას შეურაცხყოფენ და რწმენას ებრძვიან.

„შეხედეთ აქტივისტებს, რომელ ჯგუფებს ეკუთვნიან და რომელი ქვეყნიდან იმართებიან, რუსები თუ გინდათ, ზუსტად რუსეთიდან ეგენი იმართებიან“, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მან პოლიტიკური პარტიებიც გააკრიტიკა, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას ემხრობიან და განაცხადა, რომ ისინი უნდა გამოფხიზლდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება.

ასევე დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშვეთის ტაძართან აქცია ჩატარდება.