მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო - დიმიტრი ხუნდაძე

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი, 2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი აუცილებლად დადგინდება:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მოქალაქის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გამოძიება მიმდინარეობს და აუცილებლად დაადგენს ამ ტრაგიკული შემთხვევის მიზეზს.

დევნილები ის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფია, ვის მიმართაც განსაკუთრებული დამოკიდებულება და პატივისცემა მაქვს. შეუფასებელია მათი ტკივილი თუნდაც მხოლოდ დევნილობის სტატუსის გამო. 2012 წლიდან დღემდე ეტაპობრივად მიმდინარეობს მათი ბინებით დაკმაყოფილება, თუმცა, მესმის იმ ოჯახების, ვისაც მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და მოუთმენლად ელიან საცხოვრებელ ფართებს.

სამწუხაროდ, ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება ყველას ერთდროულად დაკმაყოფილება, ეს შესაბამისი შეფასებითი კრიტერიუმების მიხედვით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, ბინების მოლოდინში მყოფი დევნილი მოსახლეობის მდგომარეობა მალე გამოსწორდება და აღარ გვექნება შეხება მსგავს საპროტესტო ფაქტებთან. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტკივილს“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

16 იანვარს, თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან დევნილი მამაკაცი გადახტა. იგი ადგილზე გარდაიცვალა.