საზოგადოება

გია აბაშიძე: არც კომენდანტის საათი და არც მედიაზე ცენზურა - „ლაითი“ საგანგებოა და დროული

ანალიტიკოსი
1584791932
დაკოპირებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და განმარტავს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება დროულია:

„შიდა გადაადგილება არ იზღუდება. მხოლოდ 10 და მეტი ადამიანის შეკრებაა აკრძალული. არც კომენდანტის საათი და არც მედიაზე ცენზურა. ტვირთების საზღვარზე მოძრაობა თავისუფალია. ფასებზე სამთავრობო კონტროლის მექანიზმიც ამოქმედდება. ასე რომ, ნუ ჩაპანიკდებით! „ლაითი“საგანგებოა და დროული. მშვიდობა, ჯანმრთელობა და განვითარება!“, - წერს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.