საზოგადოება

გია გაბრიჭიძე: ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მიიღო და ეს ნდობა დაიმსახურა არა ლამაზი სიტყვებისთვის, არამედ იმით, რომ ხალხი ხედავს მის გაკეთებულ საქმეებს

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე
1626512811
დაკოპირებულია

„ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მიიღო და ეს ნდობა დაიმსახურა არა ლამაზი სიტყვებისთვის, არამედ იმით, რომ ხალხი ხედავს მის გაკეთებულ საქმეებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გია გაბრიჭიძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს მოსახლეობის მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა და დღეს, თავისი განხორციელებული პროექტებით სრული მხარდაჭერა მიიღო.

„ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არაფერი სხვა! ცხადია, რომ ჩვენ, მოქალაქეებს გვეჩქარება. გვეჩქარება, რადგან ძალიან ბევრი ცუდი და რაც მთავარია ბევრი იმედგაცრუება ვნახეთ, მაგრამ ხალხი პოლიტიკურად გაიზარდა. გაიზარდა და ძალიან მარტივად ასხვავებს საღ ვაშლს ჭიანისგან. ირაკლი ღარიბაშვილს საზოგადოების სერიოზული ნაწილის თანადგომა ყოველთვის ჰქონდა. დღეს კი მან მოსახლეობის სრული მხარდაჭერა მიიღო და ეს ნდობა დაიმსახურა არა ლამაზი სიტყვებისთვის, არამედ იმით, რომ ხალხი ხედავს მის გაკეთებულ საქმეებს. ხედავს იმას, რომ პრემიერი მიმართულია სწორედ მოსახლეობის ინტერესებისკენ და მიუხედავად ე.წ. პოლიტიკოსებისა, თუ მათი მხარდამჭერების მხრიდან ხელის შეშლის მცდელობისა, არსებულ რესურსს როგორც შიდა ისე გარე რესურსს მაქსიმალურად წარმართავს ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობისკენ. ამის დანახვა კი იმედია. დიდი იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.” - აცხადებს გია გაბრიჭიძე.