საზოგადოება

გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მონაწილეობა მიიღო

გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“  მონაწილეობა მიიღო
1621583127
დაკოპირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ონლაინ ვებინარზე „ჩაის სექტორის მიმოხილვა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რეგიონული „ვებინარის ორგანიზატორი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონული ოფისი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში (FAO REU), FAO-ს საინვესტიციო ცენტრთან თანამშრომლობით.

მათი თქმით, ვებინარზე, მონაწილეებმა აზერბაიჯანსა და საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლების, ჩაის წარმოებაში საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების საკითხები და FAO-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროექტის შედეგები განიხილეს.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საქართველოსა და აზერბაიჯანში ჩაის სექტორში არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

„საქართველოს, აზერბაიჯანთან ერთად, საბჭოთა ქვეყნების ჩაით მომარაგებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი ეკავა. საქართველოში, ჩაის პლანტაციებს 65 000 ჰა-მდე ფართობი ეჭირა. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მთელი რიგი პროექტები, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩაის სექტორის აღორძინება. მომავალ წლებში, აქცენტი ქართული ჩაის ხარისხობრივ ზრდაზე გაკეთდება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის, შეხვედრას აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ინამ ქარიმოვი, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, World Bank), შესაბამისი სამინისტროების, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების და ჩაის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
1638694516
6 დეკემბერს,  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, 17 შინდისელი გმირის ქუჩა N8-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. 
1638688649
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 37 714 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 410 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 732 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.04%.   
1638688354
ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახ...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორ ქეთი ჭუმბურიძესთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებისა და მუნიციპალური ცენტრების ახალგაზრდა სტაჟიორებს შეხვდა.
„როგორ შეიძლება მოსამართლემ კანონიერი გადაწყვეტილება ინანოს“ - ბადრი კ...
„არა, როგორ შეიძლება მოსამართლემ ინანოს კანონიერი გადაწყვეტილება, არცერთ შემთხვევაში“, - ასე პასუხობს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი ტელეკომპანია „პირველის“ კითხვას, ნანობს თუ არა თავის გადაწყვეტილებას გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით.
კახა კალაძე: საახალწლო ბიუჯეტი, რასაკვირველია, დამოკიდებულია ღონისძიებ...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ბიუჯეტი დედაქალაქში დაგეგმილი სადღესასწაულო ღონისძიების მასშტაბით განისაზღვრება.
ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვე...
კახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ბექიშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარისთვის მოულოდნელი იყო მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ზურაბ ზვიადაურის და ჯაბა ჯანგირაშვილის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით.