საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: მზიურის პარკი ფართოვდება და 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია თბილისელებს უბრუნდება

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
1669293828
დაკოპირებულია

„მზიურის პარკი ფართოვდება, 18 000 კვ.მ-მდე ტერიტორია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადადის და თბილისელებს უბრუნდება“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მცხოვრებლებს თბილისის მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა და კახა კალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა თბილისელებს მივულოცო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მზიური ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი და მნიშვნელოვანი პარკია, რომლითაც ყველა თაობის ჩვენი თანამოქალაქე სარგებლობს. ეს არის თბილისის მერის ინიციატივა რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. ხვალ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ოფიციალურად დავადასტურებთ და მივიღებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე წლის წინ, განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, მზიურის პარკი ერთ-ერთი თვალსაჩინო და განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის დასასვენებელი სივრცე გახდა.

ადგილმონაცვლეობის შემდეგ კი როდესაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახდება, შემოერთებულ სივრცეში ახალი პროექტი განხორციელდება, რაც აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.