საზოგადოება

გიორგი ცუცქირიძე: მთლიანად გასაზიარებელია პრემიერ ღარიბაშვილის ხედვა, რომელიც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სოციალური პოლიტიკის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით

გიორგი ცუცქირიძე
1637577366
დაკოპირებულია

„დღეს, ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 9 თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, ეკონომიკის წინაპანდემიურ დონემდე აღდგენასთან ერთად, შემდგომი ზრდის კარგ პერსპექტივებს უზრუნველყოფს“, - ასე აფასებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს.

ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა, რაც შეეხება სოციალურ დაუცველთა პროგრამას, მისცემთ მოტივაციას, ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას და შემოსავლების მიღებას.

„დღეს, ჩვენ გვაქვს არათუ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 9 თვის განმავლობაში ზრდის მაჩვენებელი შეადგენს 11%-ს, რაც რეცესიული შოკიდან სწრაფ გამოსვლასთან ერთად, ეკონომიკის წინაპანდემიურ დონემდე აღდგენასთან ერთად, შემდგომი ზრდის კარგ პერსპექტივებს უზრუნველყოფს. 2022 წლის იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 65 მილიარდი ლარი და ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ეს იქნება 5500 დოლარი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. მაგრამ იმისათვის, რათა ჩვენ გადავიდეთ ინკლუზიური და მდგრადი ზრდის კონცეფციაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს სამუშაო ძალის ფართო ჩართულობა ზრდის პროცესში, კიდევ უფრო აქტუალურია მთავრობის მხრიდან ეკონომიკის რეალური სექტორის და პირველ რიგში მრეწველობის და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, როგორც სამუშაო ძალის სტიმულირების, ისე არსებული სოციალური პროგრამების გადასინჯვით.

ადრეც აღმინიშნავს, რომ სამუშაო ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით, არსებული სოციალური პროგრამები მოძველებული იყო და ერთგვარ ხელისშემშლელ ფაქტორადაც გვევლინებოდა, კონკურენტული სამუშაო ძალის ფორმირებაში, იქმნებოდა სერიოზული დეფიციტი თვით ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებზეც კი, რაც ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს ინვესტორებთანაც და საბოლოოდ ისევ ბიზნესგარემოზე აისახებოდა ნეგატიურად.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საჭიროა მისი იმგვარად დაკორექტირება, რომ შრომისუნარიან მოქალაქეებში მუშაობის მოტივაციის არა დაქვეითება, არამედ წახალისება გამოიწვიოს. მთლიანად გასაზიარებელია პრემიერ ღარიბაშვილის ხედვა, რომელიც მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა სოციალური პოლიტიკის ახალ მიდგომებთან დაკავშირებით. სამწუხარო რეალობაა, რომ არსებულმა სოციალურმა პოლიტიკამ შრომისუნარიანი მოსახლეობა შეაჩვია უმუშევრობით პარაზიტირებას, სიღარიბეს და უმოქმედობას. დღეს, შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული დაიწყოს მუშაობა იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება.

სწორედ ამიტომ, სოციალური პოლიტიკის ოპტიმიზაცია იმგვარად მოხდება, რომ წახალისდეს სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანების მოტივაცია, რომ დასაქმდნენ და დამატებითი შემოსავლები მიიღონ. გარდა იმისა, რომ არ გამოიწვევს სოციალურად დაუცველის სტატუსის დაკარგვას, 300 000-ზე მეტ მოქალაქეს ეკონომიკაში ჩართვის შესაძლებლობას, სხვადასხვა მოთხოვნადი სპეციალობების მიხედვით, მათი პროფესიულ სასწავლებლებში გადამზადებით, ეკონომიკური აქტივობის რეგიონებში გადატანასთან ერთად, დემოგრაფიული საკითხის დარეგულირებას და მდგრადი ზრდის სტიმულირებას უზრუნველყოფს”, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

ინფორმაციისთვის, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა სოციალური პოლიტიკის ახალ ხედვაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობს.

„ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ - დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს და მათგან თითქმის ნახევარი შრომისუნარიანია“, - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა უნდა გამკაცრდეს.

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში საერთაშორისო საგადამხდელო სისტემიდან,  SWIFT-დან რუსეთის გათიშვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ლაიენმა CNN-ის ეთერში განაცხადა. 
1643365218
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაჯის საათის წართმევის ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლინიკის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი მის მიმართ სიძულვილით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ჩანაწერების შენახვა სთხოვა. 
1643364376
რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1643361331
ვახტანგ კალოიანი

„მომავალი ორი კვირა საკმაოდ კრიტიკული იქნება“ - ვახტანგ კალოიანი

„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სა...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს და დაამტკიცეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 
სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2022 – ახალი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის!
თუკი სტარტაპიდეები გაქვთ და გუნდში ხართ ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის იდეების გჯერათ და განვითარება გჭირდებათ, მაშინ თქვენთვის საინტერესო სიახლეა – Impact Hub Tbilisi იწყებს პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომლის მიზანიც, ადგილობრივი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. პრე-აქსელარორი თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.
მაროკო კოვიდვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს
მაროკო შვედურ ფირმა Recipharm-თან პარტნიორობით, COVID 19-ის ვაქცინის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას aljazeera ავრცელებს.