
გლდანში, პირველ მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი იყო.
ცეცხლი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.