მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გოგაშვილის დაკავების, მისი პერსონის და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა“ - გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში

„გოგაშვილის დაკავების  და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას.

„გოგაშვილის დაკავების, მისი პერსონის და მიმდინარე სტატუსის განხილვა წყლის ნაყვაა და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებშია.

ერთადერთი, რითაც უნდა ინტერესდებოდეს საზოგადოებაც და მედიაც, არის ის, თუ რა ინფორმაციის გამოქვეყნებას აპირებდა და აპირებს. შესაბამისად, მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქით, რომ არ მიეცეს ხელისუფლებას მისი ბლოკირების საშუალება“, - წერს გია ხუხაშვილი. 

ცნობისთვის,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი  იარაღისა და  საბრძოლო  მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, სოსო გოგაშვილს მექრთამეობის გამო დაიჭერდნენ“ - ალეკო ელისაშვილი

👉 „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუყენებია იმდენი ზიანი, როგორც ამ მთავრობამ ჩემს ოჯახს მოუტანა“ - ნინო გოგაშვილი

👉 იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

👉 „გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“ - ნიკა მელია