მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გორში მოწამულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა

მოწამლული მოზარდები

გორში, კომბინატის დასახლებაში მოწამლულ მოზარდთა რაოდენობამ 230-ს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას dianews.ge ავრცელებს.

მოწამლულ მოზარდთა უმრავლესობა მესშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

„როგორც ინფორმაცია ვრცელდება ეს ბავშვები სავაადმყოფოებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა ნორმალური და სტაბილურია“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, დღესვე დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ მოწამვლის სიმპტომებით 50-მდე ბავშვი შეიყვანეს.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რამ გამოიწვია ბავშვების სავარაუდო მოწამვლა.