მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გთხოვთ, არ ისარგებლოთ ჩემი ოჯახის ტრაგედიით, არ დამიმახინჯოთ ფაქტები“ - ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს (ვიდეო)

ნიკა კვარაცხელიას მამიდა

თბილისში მოკლული ნიკა კვარაცხელიას მამიდა ჟურნალისტებს მიმართავს. იგი მედიისგან ითხოვს არ მოხდეს ფაქტების დამახინჯება და ახალგაზრდას სახელის შებღალვა.

მისი თქმით, ნიკა კვარაცხელიას „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი არ ჰქონია და ჟურნალისტებმა მომხდარი კრიმინალურ გარჩევად არ უნდა მოიხსენიონ.

ნიკა კვარაცხელიას მამიდა აღნიშნავს, რომ ოჯახსა და ნათესავებს თბილისში ცხოვრების განმავლობაში რაიმე საფრთხე არასდროს უგვრძნიათ.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს პლატფორმა „ფიდსის“ დამფუძნებელი, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ვერაზე ჩაცხრილეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა 16 სექტემბერს, გამთენიისას კლინიკაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობის საქმე გახსნილია. უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის საქმეში ორი პირი მონაწილეობდა.