საზოგადოება

გური სულთანიშვილი: ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია, ფაშიზმის ელემენტებით გაჯერებული, ოქრუაშვილი ტოპ ბინძურ ტიპებში მესამე ადგილოსანია

ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი
1659725946
დაკოპირებულია

„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია,“ - ასე ეხმიანება ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს,  სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

როგორც სულთანიშვილი წერს, კამპანია ფაშიზმის ელემენტებით არის გაჯერებული.

„ეს ტალღა რაც გორდება, არის ჩვეულებრივი ქსენოფობია და ისტერია ფაშიზმის ელემენტებით გაჯერებული. რაც შეეხება ოქრუაშვილს, ტოპ ბინძურ ტიპებში მესამე, მეოთხე ადგილოსანია სადღაც. პირველზე იმიტომ ვერაა, რომ სიბინძურის ტვინი არ ყოფნის, თორემ კადრებით იცოცხლე,“ - წერს გური სულთანიშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.