საზოგადოება

გზების დეპარტამენტმა სატენდერო პროექტების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოაქვეყნა

გზების დეპარტამენტი
1584362876
დაკოპირებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 29 პროექტი წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე ელექტრონულად გამოაქვეყნა. 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული ტენდერები მარტისა და აპრილის თვეებში ეტაპობრივად გამოცხადდება.

მათვე ცნობით, კომპანიებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაეცნონ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს მიმდინარე წელს გამოსაცხადებელ სატენდერო პროექტებს, რამაც ტენდერებში მეტი კომპანიების მონაწილეობა და შესაბამისად მეტი კონკურენცია უზრუნველყო. კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დეპარტამენტი კონტრაქტორებთან „ღია კარის დღეს“ აღარ ჩაატარებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ელექტრონულად განათავსებს დეპარატმენტის ვებგვერდზე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ დეპარატამენტის ელექტრონულ ფოსტაზე:info@georoad.ge", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.

"უზრუნველყოფილი იქნება ღია გაჭვირვალე და თანაბარი პირობები ყველა ორგანიზაციისთვის. დეპარტამენტი, კონტრაქტორ ორგანიზაციებს და დაინტერესებული ჯგუფებს, წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას ყველა ინოვაციისა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.