საზოგადოება

გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულმა ჩინეთის მოქალაქეებმა საკარანტინო რეჟიმი გაიარეს

გზის რეკონსტრუქცია
1583677099
დაკოპირებულია

გზების სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული ჩინური კომპანიის იმ თანამშრომლებმა, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან და იანვრის თვეში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი საკარანტინო პერიოდი გაიარეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, არცერთ მათგანს კორონა ვირუსის სიმპტომი კარანტინის სრული პერიოდის განმავლობაში არ გამოუვლინდა.

"ჩინეთის მოქალაქეებმა შესაბამისი შემოწმების შემდეგ, საკარანტინო პერიოდი გაიარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, იზოლირებულად, ჯანდაცვის წარმომადგენლების მონიტორინგის ქვეშ. საერთო ჯამში, საკარანტინო პერიოდი 83-მა ჩინეთის მოქალაქემ გაიარა", - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ჩინელი კონტრაქტორების მხრიდან შეჩერებულია ჩინეთის მოქალაქეების შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე.