მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი

უს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი

„როგორც სისხლში აქვთ გამჯდარი საქმის შეკერვები, ისე შეუკერეს მამაჩემსაც“, - ამის შესახებ  სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილმა, ნიკოლოზ გოგაშვილმა განაცხადა.

სოსო გოგაშვილის შვილის განცხადებით, არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია უკვე გადაცემული აქვს. 

„ამ დრომდე არ გვაქვს რენტგენის პასუხი. არადა, როცა მიჰყავდათ, მაშინვე ვუთხარი გამომძიებელს, რომ გადაუღეთ რენტგენი, იმიტომ რომ სტკივა ჩასუნთქვის დროს. ეზოში როცა დააგდეს მამაჩემი, მაშინვე დაიყვირა სოსომ, ბავშვი ხომ არ გგონივარ, გასწიე ხელი, რაზე მადებინებ ხელსო. იარაღზე დაადებინეს ხელი, როგორც აქვთ ეს სისხლში გამჯდარი საქმის შეკერვები, ისევე შეუკერეს მამაჩემსაც.

სახლიდან როცა მიდიოდა, მამაჩემმა მითხრა, ნუ გეშინიათ, შემართებით იყავით. არჩევნების თემაზე ყველა დიპლომატიურ კორპუსს აქვს ინფორმაცია და მე რომ სულ 10 წელი მომიწიოს ჯდომა, ისინი მაინც იმოქმედებენ და თავის გასაკეთებელს იზამენ. ნებისმიერთან მოვლენ, ვინც ოდნავ მაინც გაბედავთ და პროტესტს გამოხატავთ ნებისმიერ თემაზე“, - აცხადებს ნიკოლოზ გოგაშვილი.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე

👉 „გოგაშვილის დაკავება არის შურისძიება იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც გადაწყვიტა ემხილებინა რეჟიმი“ - ნიკა მელია