საზოგადოება

იდენტიფიცირებულია ორივე პირი, მათგან ორივე საქართველოს მოქალაქეა - შსს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ კადრებზე განცხადებას ავრცელებს

პოლიციელები
1659803108
დაკოპირებულია

„პოლიციამ თბილისში, მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარედ გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო“, - ამის შესახებ Pia.ge-ს შსს-ში განუცხადეს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამართალდარღვევა ითვალისწინებს იდენტიფიცირებული პირების დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით:

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის ღირსებისა და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში ორივე პირის იდენტიფიცირება მოახდინა, ორივე მათგანი საქართველოს მოქალაქეა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარამდე ოდენობით“, - აცხადებენ უწყებაში. 

ცნობისთვის, 6 აგვისტოს სოციალურ ქსელში მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ გადაღებული ვიდეოკადრები გავრცელდა, რომელშიც ასახულია წყვილის სექსუალური ქმედება, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია.