მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნენ ძალაში“ - თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. თბილისის საქალაქო სასამართლომ  სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.

საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ინსპექტორის მიერ პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების გადაწყვეტილებას.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ამჯერად (ასევე, სრულად) გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით.

სასამართლომ დაადგინა ძალიან საშიში პრეცედენტი და სტანდარტი პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვისა და საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით;

ეს ყველაფერი ძალიან აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა და ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.

საჯარო ინტერესით, ყველაფერი არ მართლდება. ხვალ და ზეგ თუ რომელიმე ჩვენგანის პირადი ცხოვრების მიმართ იქნება საჯარო ინტერესი, ალბათ ამის გასაჯაროებაც კანონიერად იქნება ცნობილი.

P. S. სიმართლე გითხრათ იმედი მქონდა, „სამართლიანობის ელფერისთვის“ ნაწილობრივ მაინც დატოვებდნენ ძალაში, მაგრამ როგორც ჩანს ძალიან პრინციპული იყო სამსახურის ამ გადაწყვეტილების გაუქმებით, ადამიანის უფლებების უგულებელყოფა“, - წერს ლონდა თოლორაია.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, სააკაშვილის კადრების გასაჯაროებისთვის პენიტენციური - 2 000, იუსტიციის სამინისტრო კი - 500 ლარით დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომლითაც აღნიშნული სამსახური გაუქმდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შეუძლებელია „ქართულ ოცნებას“ ეს გაუვიდეს!“ - გახარია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

👉 „მიღებული კანონით მიღწეულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვების მიზანი“ - ლონდა თოლორაია

👉 პარლამენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა