მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„იმის თქმა, რომ პანდემია მართულია, სატირალია“ - სოფო ჯაფარიძე გამყრელიძის განცხადებაზე

ენმ-ის მაჟორიტარული სიის პირველი ნომერი

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სოფო ჯაფარიძე პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც პანდემიის მართვა სწორად მოხდა. 

როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე არცერთ ეტაპზე არ ყოფილა ვითარება მართული. 

ჯაფარიძე აცხადებს, რომ მე-6 ტალღის მიუხედავად ამ დრომდე ჯანდაცვის პირველად რგოლში პრობლემებია. 

„დღეს იმის თქმა, რომ ეპიდემია არის მართული, სატირალია. დღეს რას ეუბნებიან ათასობით გარდაცვლილი ადამიანის ოჯახს? ეპიდემია არცერთ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა მართული. როდესაც არ იყო ვაქცინა და არ იყო ბრძოლის მთავარი იარაღი, რას აკეთებდნენ ? ქვეყანაში რეგულაცია არასდროს იყო. ყველანაირი რეგულაცია, რაც დღემდე იყო, ხელისუფლების პოლიტიკურ ვნებებს იყო მორგებული. 

ჩვენს შემთხვევაში რეგულაცია არ ყოფილა ადეკვატური და როდესაც იყო დაწესებული, მისი აღსრულება და კონტროლი არ მომხდარა. აქედან გამომდინარე რაზე ვსაუბრობთ? რომელ მართვაზეა საუბარი? რა იმართა? მე-6 ტალღა დაიწყო და ჯანდაცვის პირველადი რგოლი სრულიად გაუმართავია. ყოველდღიურად გვესმის ადამიანებისგან, რომ არ უკავშირდება ოჯახის ექიმი, დღის წესრიგში მუდმივად არის ეს პრობლემები. ის, რომ „ომიკრონის“ ხასიათი არის მარტივი, გათამამების საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს“, - აცხადებს ჯაფარიძე. 

 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

🔵  „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

🔵 იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

🔵 „ფაიზერის“ ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონის“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს - კვლევა