
ინდოეთის ოკეანეში ბათუმელი მეზღვაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას „აჭარა.News-ი“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ტანკერზე, რომლითაც ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდათ, გაჟონვა მოხდა, რის შედეგადაც 39 წლის მეზღვაური გარდაიცვალა. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
მეზღვაურის ცხედარს უახლოეს დღეებში ბათუმში გადაასვენებენ.