საზოგადოება

ინფექციონისტი: ნიკოლოზ გამყრელიძე თავს ძალიან კარგად გრძნობს

ნიკოლოზ გამყრელიძე, 2020
1583838876
დაკოპირებულია

ექიმ ინფექციონისტის მაია ზალდასტანიშვილის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე ტავს კარგად გრძნობს და ამ ეტაპზე მას კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ აქვს.

როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება და ამ დრომდე მიმდინარეობს მასზე დაკვირვება.

"ნიკოლოზ გამყრელიძე საბედნიეროდ, თავს ძალიან კარგად გრძნობს. არანაირი სიმპტომი კორონავირუსის არ უფიქსირდება. იმყოფება ბოქსირებულ განყოფილებაში, იზოლირებულია და მიმდინარეობს დაკვირვება", - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მაია ზალდასტანიშვილმა.

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდა. დაავდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შვილის უჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილი".

საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 14 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, ერთი კი საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში.