საზოგადოება

ირაკლი აბსანძე თავისუფალია

ირაკლი აბსანძე
1626123553
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე თავისუფალია.

ირაკლი აბსანძე, „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 12 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა.

აქციის მონაწილეები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკული საშუალებები აღმოჩნდა.