მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბებუას „აფხაზეთის სახელმწიფო დროშის“ დაწვისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრი

ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.

აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუას, რომელმაც 30 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო დროშა“ დაწვა, ბრალი წაუყენეს ტყვია-წამლის უკანონო შენახვაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბებუას სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილია ხელყუმბარა РГ-42, რომელიც „ასაფეთქებელ მოწყობილობას წარმოადგენს“.