საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი - 3 მილიონზე მეტი ვაქცინაა დღეს შემოსული ქვეყანაში და ძალიან მალე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული ქვეყანაში, აი, ეს არის ჩემი მუშაობის შედეგი

ასუსტებს თუ არა ვაქცინა იმუნიტეტს
1631912482
დაკოპირებულია

„პლაგიატობა, ანუ ყვარყვარიზმი გაუგია გახარიას რა არის? სხვისი გაკეთებულის მიკუთვნება და მისაკუთრება“, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმად, საქართველოში ვაქცინები მისი პრემიერ-მინისტრობის დროს გაფორმებული კონტრაქტების შესაბამისად შემოვიდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობამ ყველაფერი იცის, ვინაიდან შედეგები და საქმე აჩვენებს ყველაფერს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა პირდაპირი კონტაქტი „ფაიზერის“ პრეზიდენტთან პირადად, ბატონ ალბერტ ბურლასთან. მისი მობილური ტელეფონის ნომერი მომცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. „ფაიზერის“ პრეზიდენტს არაერთხელ ვესაუბრე, მან გამოყო თავისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც ჩემი ადმინისტრაციის უფროსს ილია დარჩიაშვილს დავაკავშირე და ეს პროცესი ასე დავაჩქარეთ და ქვეყანამ მიიღო მილიონი დოზა „ფაიზერი“. ამას გარდა ნახევარი მილიონი საჩუქრად მიიღო პირადად პრეზიდენტ ბაიდენისგან და კიდევ ერთხელ მადლობა ამერიკას და ჩვენს მეგობრებს; პირადად მქონდა კომუნიკაცია ჩინეთის პრემიერ ლი კეციანთან, რომლის შედეგად ჩვენ მივიღეთ მილიონი „სინოვაკი“, დაჩქარებული ტემპებით და შემდეგ ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, შეკვეთილი მაქვს კიდევ მილიონი და მალე ჩამოვა და საჩუქარიც იყო ჩინეთის მთავრობისგან. რა იყო, როცა თებერვალში მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად - ელოდებოდნენ ვაქცინებს COVAX-ის პლატფორმიდან. მთავრობას უნდა მიეღო 1,7 მილიონი დოზა და მივიღეთ 28 ათასი „ფაიზერი“, ალბათ ამას გულისხმობდა გახარია, რამდენიმე ათასი „ასტრაზენეკა“ და მორჩა.

მე გადავწყვიტე, რა თქმა უნდა, კოორდინაციაში ვიყავი საკოორდინაციო საბჭოსთან და გავიტანე ის, რომ ჩინური ვაქცინები შემოვიტანეთ, 3 მილიონზე მეტი ვაქცინაა დღეს შემოსული ქვეყანაში და ძალიან მალე, თვის ბოლომდე, 2 მილიონი აცრა იქნება ჩატარებული ქვეყანაში. აი, ეს არის ჩემი მუშაობის შედეგი. ლარი იყო 3,5-ზე, ჩვენი მუშაობით გავხსენით ეკონომიკა და გავზარდეთ ბიუჯეტი 1,2 მილიარდით. მშპ-ს ზრდა არის 12,2%, რაც უპრეცედენტოა მთელს რეგიონში და დიდი ალბათობით, ჩვენი პროგნოზებით, წლის ბოლოს გავალთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, რაც 2007 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ სხვა ეკონომიკა იყო მსოფლიოში და პირველად გავა ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე. ეს არის ჩვენი მოკლევადიანი მუშაობის შედეგები, ფაქტები და კონკრეტული შედეგები. პირველად 5 ათას დოლარს გადასცდება ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის. ის, რომ ტურიზმი არ ჩავარდა, რა თქმა უნდა, სრულად არ აღდგენილა, მაგრამ საზღვაო კურორტებზეც იყვნენ ტურისტები, მთაშიც და კახეთშიც. ის, რომ გაიხსნა ეკონომიკა, წამოგვყვა ბიზნესი, ამხელა ბრუნვა რომ არის და ეკონომიკის ამხელა ზრდა, ეს არ აისახება ჩვენს მოქალაქეებზე? რა თქმა უნდა, აისახება.

როდის აისახება, ამას სჭირდება თანმიმდევრული მუშაობა. ამიტომ ვთქვი, რომ მაქვს გეგმა და ხედვა, მინიმუმ 3 წელი როგორ ვიმუშაოთ ჩვენ ეკონომიკურმა გუნდმა მთლიანად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, ლევან დავითაშვილი მაგრად მუშაობს. ყველა მინისტრს აქვს ძალიან მაგარი გეგმები დალაგებული. ეს ყველაფერი შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს. ამას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა და არა ეს ქაოსი, რაც ამ არჩევნების გამოა შექმნილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
„დაახლოებით 3-ჯერ მცირდება იმ ადამიანებში გადადების რისკები, ვინც არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. 
1642506217
ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „იმედის“ ეთერში, იმის შესახებ ისაუბრა თუ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი.
1642499801
ევროპარლამენტის ზამთრის სესიის პირველი პლენარული სხდომა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, დევიდ მარია სასოლის ხსოვნის პატივსაცემად გამართული ღონისძიებით გაიხსნა, სადაც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ლევან ქარუმიძესთან ერთად, იმყოფებოდა.
1642523788
„წაკითხული მაქვს ნიურნბერგის პროცესის შესახებ მასალები, სტატიები ამა თუ იმ მკვლელის, მანიაკისა და დიქტატორის შესახებ და არსად შემხვედრია მათი ადვოკატების მოთხოვნა დამნაშავე, რომლის ბრალეულობა არამც თუ სასამართლომ დაამტკიცა, არამედ საზოგადოება უფრო მეტი დანაშაულის ჩადენას ედავება, დაზარალებულად ყოფილიყო ცნობილი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
1642523197
ფეისბუკმომხმარებელი ნინო ფოჩხუა

მორალისგან და სინდისისგან როგორი დაცლილი უნდა იყო, თან იურისტი, გაუბედ...

„არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა, აი, ეს არის, რასაც ჩვენ გვიკეთებს უსინდისო ადამიანთა ჯგუფი“, - ასე ეხმიანება Facebook მომხმარებელი ნინო ფოჩხუა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ გიორგი მშვენიერაძეს, რომელმაც არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა. 
„ველოდებით სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფის შეფასებებს“ - კარლ ჰარც...
ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, დიპლომატიური ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის შეფასებებს ელოდება. 
ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს და რ...
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში, იულიან  კიფუს და  რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
„ეს შეიძლება იყოს აგრესიის დასაწყისი“ - სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლ...
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რუსი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.