საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო
1658238157
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის  ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.