საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა

ირაკლი ღარიბაშვილმა ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
1658932908
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს ეწვია.

მთავრობის მეთაურმა დელეგაციასთან ერთად ფინანსური ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო.

ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრი 2018 წელს დაარსდა და  ბიზნესისა და ფინანსების მთავარი რეგიონული ცენტრია, რომელიც ქვეყანას გარე ბაზრებთან

აკავშირებს. 2022 წლის მონაცემებით, ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრთან 35-ზე მეტი ქვეყნის 1045 კომპანია თანამშრომლობს.