მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან - მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი

ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი

კალიფორნიის სასამართლომ ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. 

ვირჯინია ფილიპსის თქმით, გაფრინდაშვილმა დამაჯერებელი არგუმენტები წარადგინა და ის ფაქტი, რომ სერიალი გამოგონილია, არ იცავს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან.

შეგახსენებთ, ქართველმა მოჭადრაკემ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხებს Netflix-ს სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულ არასწორ ინფორმაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართველ დიდოსტატს არასდროს უთამაშია კაც მოჭადრაკესთან.

გარდა ამისა, სერიალში ნონა გაფრინდაშვილი მოხსენიებულია როგორც რუსი მოჭადრაკე. გაფრინდაშვილი ამერიკული კომპანიისგან ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ 5 მილიონ დოლარს ითხოვს.