საზოგადოება

„ის, რომ მეუფე ნიკოლოზმა პატიმარი აზიარა, მადლიანი საქმეა“ - მეუფე გრიგოლი სააკაშვილზე

მეუფე გრიგოლი
1636912192
დაკოპირებულია

„მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი“, - ასე გამოეხმაურა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ზიარების საკითხს.

„მეუფე ნიკოლოზმა აზიარა პრეზიდენტი სააკაშვილი და ეს იყო მისი გადასაწყვეტი. უშუალოდ ის წყვეტს, როცა ადამიანს სულიერ თემაზე ესაუბრება, როცა აღსარებას იბარებს, აზიაროს, თუ არ აზიაროს.

ის, რომ ახლა პატიმარი აზიარა ეს მადლიანი საქმეა. პატიმრის მონახულება ყოველი ქრისტიანის ვალია და ერთ-ერთი დიდი სათნოება. პატიმრის მონახულება მაცხოვარმა დაგვავალა ჩვენ, რომ პატიმრებს ნუგეში ვცეთ, ნებისმიერ პატიმარს, ვისაც იცნობ ან არ იცნობ, ვისზეც მიგიწვდება ხელი და ვინც ითხოვს ამას“, - აცხადებს სასულიერო პირი. 

ინფორმაციისთვის, მეუფე ნიკოლოზმა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი აზიარა.